გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2023    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონში მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

27-11-2022

ქალაქ ონში მურმან ლებანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო თარიღისაზეიმოდ აღინიშნა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს მურმანის ძეგლი.

კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში მოეწყო გამოფენა, რომელშიც წარმოდგენილი იყო პოეტის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილ კონკურსში "საუკეთესო კალიგრაფი და მურმან ლებანიძის პოეზია" მონაწილე ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები. ასევე, "ონის მუნიციპალიტეტის ტურისტულმა საინფორმაციო ცენტრმა"წარმოადგინა რაჭის კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლების ამსახველი ფოტოები და მაისურები, რომლებზეც დატანილი იყო ფრაზები მურმან ლებანიძის ლექსებიდან.

საიუბილეო საღამოზე პოეტი გაიხსენეს მისმა მეგობრებმა, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა, რომლებმაც ისაუბრეს მურმანის შემოქმედებაზე და იმ საოცარ თვისებებზე, რომლითაც მრავლად იყო დაჯილდოებული პოეტი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადისა და თეატრის ვარსკვლავებმა, ძველმა და ახალმა თაობამ.

საღამოს დასასრულს საზოგადოებას მიესალმნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი და მუნიციპალიტეტში ვიზიტად მყოფი ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ვესელინ ვალკანოვი.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა კონკურსში "საუკეთესო კალიგრაფი და მურმან ლებანიძის პოეზია"გამარჯვებული ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები დააჯილდოვეს პოეტის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ალბომებით.

მურმან ლებანიძის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა - დავით დაუშვილმა დააწესა ფულადი პრემია, რომელიც გადაეცა რეგიონის წარმატებულ სტუდენტებს, რომლებმაც 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს. ასევე, აღნიშნული პრემიით დაჯილდოვდა წარმატებული ონელი სპორტსმენი - მირიან მაისურაძე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.