გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურის სრული განახლება მიმდინარეობს

29-11-2022

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადაში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. სამხედრო ბაზაზე მას დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ უმასპინძლა. 


გრიგოლ გიორგაძემ დასრულებული საცხოვრებელი ყაზარმები დაათვალიერა, სადაც განახლდა იატაკი, ჭერი, კედლები და სრულად აღიჭურვა ახალი საშხაპეებით. დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემები, განხორციელდა კანალიზაციისა და საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია. დასავლეთის სარდლობის ტერიტორიაზე  მულტიფუნქციური მინი სპორტული მოედნის მოწყობაც იგეგმება. 


ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონახულების შემდეგ მინისტრის მოადგილე სიმულაციურ კლასში საარტილერიო სადაზვერვო ჯგუფების სწავლების პროცესსაც დაესწრო. 


საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის სრული განახლება გრძელდება, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. მალე ქართულ ჯარი ქვეყნის სამსახურში ნატოს სტანდარტების შესაბამის ბაზებზე იმსახურებს.