29-11-2017
თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ სესიაზე „საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები“ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძე ისაუბრა:
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულება გახდა. ეკონომიკაში აღმოფხვრილია კორუფცია. ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დიდ საშუალებას აძლევს ბიზნესპარტნიორებს, რომ ბიზნესი გაფართოვდეს. საუბარია
ფართო მასშტაბურ პროექტზე, ეს არის 300 მეგავატის სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე სადგური გარდაბანში, რომელიც თანამედროვე ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით აშენდება.“
ზურაბ გელენიძის განცხადებით, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობს იტალიურ კომპანიებთან „რავენადისთან“ და „სიამსისთან“, რომლებსაც ინფრასტრუქურის სფეროში 100 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ.