გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპში კონსტიტუციის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

30-11-2022

ქალაქ კასპში კონსტიტუციის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.


ქუჩაზე რომლის სიგრძე 1 129 გრძივი მეტრია  ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად კი  რკინაბეტონის ცხაურიანი კიუვეტები ეწყობა.


პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 602 999 ლარის ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დიროუდი“ აწარმოებს.


"კოსტიტუციის ქუჩაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა და გადაადგილებისას დისკომფორტული იყო. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა  კომფორტული ქუჩით ისარგებლებს" - აღნიშნა ვხტანგ მაისურაძემ.