გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სარფში მებაჟეებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

1-12-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად,  2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეს საკვები პროდუქტების შეფუთვებში, მალულად ჰქონდა განთავსებული.

 

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 164 744.7 ლარი შეადგინა.

 

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, არადეკლარირებული საქონლის გადაადგილების  მონიტორინგი  მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.