გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგია: ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ პროცესს, რომ თითოეულმა ფერმერმა შეძლოს ციტრუსის მოსავლის აღება, რეალიზაცია და მიიღოს შემოსავალი

2-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, მალხაზ კენჭაძის ბაღში, მანდარინის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

 

„აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღების და რეალიზაციის პროცესი დაწყებულია. მოგეხსენებათ, ციტრუსი როგორც აჭარაში, ასევე გურიის რეგიონში მოსახლეობის ნაწილისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ პროცესს, რომ თითოეულმა ფერმერმა შეძლოს მოსავლის დაბინავება, რეალიზაცია და მიიღოს შემოსავალი. სწორედ ამიტომ შექმნილია შტაბი, რომელიც ამ პროცესს კოორდინაციას უწევს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიცემა სუბსიდია.  20-მდე საწარმო იღებს როგორც გადამუშავებისთვის, ასევე საექსპორტო მანდარინს და პროცესი ამ კუთხითაც გამართულია. ჩვენ აქაც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კულტურაში, ხელს ვუწყობთ ფერმერებს, რომ სრულად დააბინაონ  მოსავალი  და შესაბამის შემოსავალი მიიღონ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

ფერმერ მალხაზ კენჭაძეს 0,7 ჰა ფართობზე 700 ძირი მანდარინი აქვს გაშენებულ. მიმდინარე წელს, ფერმერი  10 ტონამდე მოსავალს ელოდება. როგორც ფერმერმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, ციტრუსის სუბსიდირების პროგრამა კი, ფერმერებისთვის დიდი შეღავათია.