გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2-12-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის, სოფელ ანში შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც 800 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება.


პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


სოფელი ანი მაღალმთიან დასახლებას წარმოადგენს, სადაც, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდსა და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.


მიმდინარე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 10 მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და შედეგად 16 კილომეტრამდე სიგრძის გზა ეწყობა.


სოფელ ანში სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.