გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნინო წილოსანი: მეთხილე ფერმერებისთვის უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო

3-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ და თხილის წარმოების მხარდაჭერის ახალი პროგრამის დეტალები გააცნეს.


ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაწყებული ახალი პროგრამა გურიაში თხილის წარმოების პოტენციალის ათვისებას კიდევ უფრო გაზრდის.


„ნამდვილად უპრეცედენტოა პროექტი, რომელშიც წამყვანი წვლილი მიუძღვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას. მისი მონდომებით და ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით დაიწყო ეს პროგრამა. ჩვენ გურიაში აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ ის პოტენციალი, რომელიც გვაქვს.


თხილი არის ერთ-ერთი საკვანძო აგრო პროდუქტი, რომელიც, როგორც თითოეული თქვენგანისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან თხილის ექსპორტის 70% ევროკავშირში შედის. ეს კი, მნიშვნელოვანია ჩვენი ბაზრების დივერსიფიკაციისთვის. თხილის სექტორი არის ერთ-ერთი წარმატებული სექტორი სოფლის მეურნეობაში. წახალისება ფერმერებს მისცემს საშუალებას, რომ გააუმჯობესონ ხარისხი  და მსოფლიო ბაზარზე უკეთესი პოზიციონირება განახორციელონ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.