გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, თაგვების გამოჩენის გამო, საგამოცდო პროცესი რამდენიმე წუთით შეფერხდა

4-07-2018

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, თაგვების გამოჩენის გამო, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარე საგამოცდო პროცესი რამდენიმე წუთით შეფერხდა. 

როგორც ერთ-ერთმა აბიტურიენტმა ლაშა შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორი მღრღნელის ოთახში გამოჩენის გამო ცენტრის წარმომადგენლების გამოძახება გახდა საჭირო. 

"სანამ დამკვირვებლებმა დაუძახეს ცენტრის წარმომადგენლებს და „გაიყვანეს“ თაგვები, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება მიიქციეს. საბოლოოდ, თაგვები პოლიეთილენის ჭიქით დაიჭრიეს“, - განაცხადა შარაშენიძემ.

საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას თქმით კი, აღნიშნულის გამო პროცესი არ შეფერხებულა.

ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს, დღეს რეგისტრირებული 428 აბიტურიენტიდან 3 მათგანი არ გამოცხადდა. 

"ინტერპრესნიუსი"