გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის სოფლებში - საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ხიდეშლების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-3 ეტაპი მიმდინარეობს

5-12-2022

ონის მუნიციპალიტეტში საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ხიდეშლების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-3 ეტაპი, აქტიურ რეჟიმში, მიმდინარეობს.

 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - პაპუნა მარგველიძე მიმდინარე სამუშაოებს მოადგილესთან - ქრისტინე კობახიძესთან, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსთან - ლევან ცხვედიანთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან - სერგი ხიდეშელთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილზე, გაეცნო.

 

პროექტი გულისხმობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას. მიმდინარე სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „დაგი+" ასრულებს, ხოლო სახელშეკრულებო თანხა 923 158 ლარს შეადგენს.

 

აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2023 წლის ივლისის თვეში იგეგმება.