გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა უკრაინაში, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის ტრაგედიაა

5-12-2022

მოგესალმებით, მინდა, განცხადება გავაკეთო რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, დიდი დანაკლისი. უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, უკრაინაში, რაც რა თქმა უნდა არის ჩვენთვის ტრაგედია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მისივე თქმით, წინა შემთხვევებისას, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით, საელჩოები იყვნენ ადგილზე ჩართულები.


„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. აქვე მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო კიდევ ერთხელ, თუ რა როლი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ამ პროცესში და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით ოჯახებთან შეთანხმებით, მათ წევრებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით, საელჩოები იყვნენ ადგილზე ჩართულები. მე ვგულისხმობ წინა შემთხვევებს, ამ ხარჯებს სრულად ფარავს მთავრობა და ასევე ჩვენი გადაწყვეტილებით ვინაიდან მათი უმეტესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, ოფიცრები, პოლიციელები, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიაზე ომებში, აგვისტოს ომი იქნებოდა 2008 წლის, თუ მანამდე აფხაზეთის ომი და სამაჩაბლოში ომები, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად სამხედრო პატივით აღნიშნული, დაკრძალული და კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ყველას ეს ტრაგედია,"- აღნიშნა პრემიერმა.