გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონში, მდინარე საკაურაზე დაზიანებული სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა

5-12-2022

ონში, მდინარე საკაურაზე დაზიანებული სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.


პროექტი გულისხმობდა სანაპირო ბურჯების მონოლითური რკინა-ბეტონით საყრდენი კედლების მოწყობას, ქვაბულის ძირში და პერიმეტრზე გრუნტის დამუშავებას, ქვიშა-ხრეშოვანი და ბეტონის მოსამზადებელი ფენის მოწყობას.


აღნიშნული სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს "ხიდმშენი 99" შეასრულა.


პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 387 551 ლარი შეადგინა.


აგრეთვე, ონში სოფ.ლაგვანთაში მოსახლეობის დაცვის მიზნით ნაპირდამცავი ბეტონის კედლის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


პროექტი გულისხმობს მდინარის კალაპოტის ფორმირებას, ნაპირდამცავი რკ. ბეტონის კედლების და დროებითი გზის მოწყობას.


პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ ხიდმშენი 99" ასრულებს, ხოლო სახელშეკრულებო თანხა 560 001 ლარს შეადგენს.


აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.


დასრულებული და მიმდინარე პროექტები სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან, რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსთან - ლევან ცხვედიანთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან - სერგი ხიდეშელთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.