გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

5-12-2022

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.


ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიაწოდა და განაცხადა, რომ სამუშაოების ბიუჯეტი დაახლოებით 21 მლნ ლარს შეადგენს.


„ქუთაისის ოპერის რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ, ქალბატონი თეა წულუკიანი იყო ჩასული ქუთაისში, ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ ამაზე მუშაობა, პროექტი შედგენილია და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს, რომლის ბიუჯეტი არის დაახლოებით 21 მლნ ლარი,"- განაცხადა პრემიერმა.