გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს

5-12-2022

საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს, 100 ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი შევისწავლეთ და გასაყიდად გამოვიტანთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალურად გამოიყენოს აღნიშნული პოტენციალი.


ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ბიუჯეტში მინიმუმ 200 მილიონი ლარი ჩადო და ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრული რეაბილიტაცია-განახლება დაიწყება.


„რამდენიმე სიტყვით ასევე მინდა გითხრათ, კურორტების განვითარების გეგმის თაობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ბატონო ლევან, ჩვენ ალბათ ცალკე უნდა გავაკეთოთ პრეზენტაცია, მოვიწვიოთ ბიზნესის წარმომადგენლები, საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, თუ რას ვგეგმავთ ამ მიმართულებით. მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 100 ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა იქნა შესწავლილი, განვითარების პოტენციალი დამუშავდა. სულ ჯამში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს. ეს დიდი პოტენციალია. ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ აღნიშნული პოტენციალი. უფრო დეტალურად, რამდენიმე ხანში გვექნება ცალკე პრეზენტაცია, უნდა გამოვიტანოთ გასაყიდად აღნიშნული კურორტები, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტები. მანამდე გეტყვით, რომ ჩვენ ბიუჯეტში ჩავდეთ მინიმუმ 200 მილიონი ლარი, დავიწყებთ ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრულ რეაბილიტაცია-განახლებას- ბორჯომი, ბაკურიანი, ყაზბეგი, მესტია, წყალტუბო, ბათუმი, ქუთაისი, ასევე ვგეგმავთ მცხეთაში და ვაპირებთ ბარისახო- როშკას მიმართულებით, მანგლისი-სიონის მიმართულებით და ომალოს მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.