შაბათი, აპრილი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ირაკლი ღარიბაშვილი: გუდაურში ახალი საბაგიროს აშენებას ვგეგმავთ, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება

5-12-2022

გუდაურში ახალი საბაგიროს აშენებას ვგეგმავთ, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე გათოვლიანების სისტემა დამონტაჟდება, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება დამსვენებლებისთვის.


„გუდაურში ვგეგმავთ ახალი საბაგიროს აშენებას. მისი გამტარუნარიანობა იქნება საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება. ასევე დავამონტაჟებთ გათოვლიანების სისტემას გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება ჩვენი დამსვენებლებისთვის, მოქალაქეებისთვის, მათ შორის ისეთ სეზონზე, როცა თოვლის არასაკმარისი რაოდენობაა. გათოვლიანების სიტემა დაეხმარება და უფრო კომფორტულად დაისვენებენ ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ მოქალაქეები, ტურისტებიც",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.