გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თორნიკე რიჟვაძე საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარია თეოდორუს შეხვდა

7-12-2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით პარტნიორობის განმტკიცებაზე.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბერძნულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


მარია თეოდორუმ აჭარის მთავრობის მეთაურს ევროპის საზღვაო რეგიონების ვიცეპრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა მიულოცა და ბათუმის საერთაშორისო ტურისტული და კულტურული მიმართულებით მიღწეულ აღიარებებს გაუსვა ხაზი.


აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველო და საბერძნეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საელჩოს კომერციული მდივანი ხრისა თანასა ესწრებოდა.