გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

კასპის კულტურის ცენტრთან არსებულმა საყმაწვილო თეატრმა სადებიუტო თეატრალური კომპოზიცია გამართა

12-12-2022

ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კასპის კულტურის ცენტრში, კულტურის ცენტრთან არსებულმა საყმაწვილო თეატრმა „ფარდის მიღმა“ სადებიუტო თეატრალური კომპოზიცია გამართა და მაყურებლის წინაშე პირველად წარდგა.

 

თეატრალურ კომპოზიცია, რითაც კასპში საყმაწვილო თეატრს „ფარდის მიღმა“ ჩაეყარა საფუძველი, ვაჟა-ფშაველას პოემების - „სტუმარ-მასპინძელი“, „გველისმჭამელი“, „ალუდა ქეთელაური“ და „ბახტრიონი“ მიხედვით იყო დადგმული.

 

ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთად, თეატრალური კომპოზიცია საყმაწვილო თეატრის რეჟისორმა, რუსთავის სახელმწიფო თეატრის მსახიობმა ეკატერინე ქვრივიშვილმა დადგა.

 

თეატრალურ წარმოდგენას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და ვაჟა ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი დაესწრნენ. კასპის მერმა სპექტაკლის რეჟისორსა და მონაწილეებს დებიუტი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

ეკატერინე ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს ვაჟა-ფშაველას პოემების კიდევ ერთხელ გაცოცხლებისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა ვახტანგ მაისურაძეს, მერის მოადგილეს ზურაბ კოპაძეს, მონაწილეებს და ყველას ვისაც წვლილი მიუძღვის საყმაწვილო თეატრის ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობაში.