გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია გაბრიჭიძე: არცერთი ნორმალური ადამიანი საავადმყოფოს ტერიტორიაზე სიგარეტს არ მოწევს; ეს შინაგანი აკრძალვა "გუგულის კანონამდეც" არსებობდა და ამ წესს სავარაუდოდ თავკერძა ტიპების გარდა ყველა ემორჩილებოდა

13-12-2022

ექსპერტი გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ელექტრო სიგარეტის შეზღუდვის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არცერთი ნორმალური ადამიანი საავადმყოფოს ტერიტორიაზე (შენობაში კი არა - ტერიტორიაზე) სიგარეტს არ მოწევს.


„ნამდვილად არ ვაპირებ რაიმე დავწერო სიგარეტის მავნებლობაზე და არა აქვს მნიშვნელობა ჩვეულებრივი სიგარეტი იქნება, "მახორკა", ფრანგულ კონიაკში ოდნავ დასველებული სიგარა, თუ ელექტრო სიგარეტი.

 

არ ვაპირებ, თუნდაც იმიტომ რომ ყველამ იცის. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ არცერთი ნორმალური ადამიანი საავადმყოფოს ტერიტორიაზე (შენობაში კი არა - ტერიტორიაზე) სიგარეტს არ მოწევს. ეს შინაგანი აკრძალვა "გუგულის კანონამდეც" არსებობდა და ამ წესს სავარაუდოდ თავკერძა ტიპების გარდა ყველა ემორჩილებოდა“- წერს გია გაბრიჭიძე facebook-ზე.