გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ნადარეიშვილი: ქალების ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია

13-12-2022

„ქალების ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, არის ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ჩვენ ამ მიმართულებას აქტიურად ვუჭერთ მხარს ყველა იმ პროგრამებსა და აქტივობებში, რასაც სამინისტრო ახორციელებს როგორც ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერის, ასევე ინოვაციებისა და აიტი ეკოსისტემის განვითარების კუთხით", – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორული ინიციატივის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.


პარტნიორული ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ექვსი რეგიონიდან 1,500 ქალი ჩაირიცხება გადამზადების პროგრამებში, რომლებიც შეესაბამება საქართველოს ICT კომპანიების მოთხოვნებს. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქებში რვა ცენტრი შეიქმნება. ცენტრები გაიხსნება თელავში, გორში, ახალციხეში, ოზურგეთში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ტყიბულში და ამბროლაურში.


ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 1,500 ქალი გადამზადდება ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენატანი იქნება იმ ტექნოლოგიური, ინოვაციური და IT ეკოსისტემის მშენებლობაში, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორი აქტიურად ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში.


„წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილე ქალს, რომელიც ჩაერთვება ამ პროგრამაში, წარმატებულად გაივლის მას და აუცილებლად დასაქმდება მაღალანაზღაურებად და მაღალტექნოლოგიურ სამსახურებში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


აღსანიშნავია, რომ USAID-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორობა 12 კომპანიასთან ხელს შეუწყობს კურსდამთარებულთა დასაქმების პროცესს. სასწავლო პროგრამებში შედის Front-end დეველოპმენტი, Back-end დეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და სხვ. ეს უნარები განსაკუთრებით მოთხოვნადია საქართველოს მზარდი ICT სექტორისთვის.