გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით სერგეენკო: ასეთი ტიპის განცხადებები, როდესაც აქცენტები არასწორად კეთდება და პასუხისმგებლობა პაციენტის მართვაზე მმართველ პარტიას, პოლიტიკოსებს ენიჭება არის დამაზიანებელი, თუნდაც იმის გამო, რომ აზიანებს პაციენტის დამყოლობას მკურნალობაზე

13-12-2022

ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადება იქნება ეს ადგილობრივი პოლიტიკოსის, ევროპარლამენტარის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არის დამაზიანებელი. ასეთი ტიპის განცხადებები, როდესაც აქცენტები არასწორად კეთდება და პასუხისმგებლობა პაციენტის მართვაზე მმართველ პარტიას, პოლიტიკოსებს ენიჭება არის დამაზიანებელი, თუნდაც ერთი ფაქტორის გამო, რომ აზიანებს პაციენტის დამყოლობას მკურნალობაზე, რაც ძალიან გადამწყვეტი ფაქტორია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

 

სერგეენკოს თქმით, ყველაზე უფრო ცუდი და დამაზიანებელი რაც შეიძლება მოხდეს პაციენტ სააკაშვილთან მიმართებაში, ეს არის ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება.

 

მისივე თქმით, უნდა ჩატარდეს კონსილიუმი და არა კლინიკური აუდიტი, რაც აქამდე ტარდებოდა.


„საქმე იმაში არის რომ, ყველაზე უფრო ცუდი და დამაზიანებელი რაც შეიძლება მოხდეს პაციენტ სააკაშვილთან მიმართებაში, ეს არის ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება, როდესაც გადაწყვეტილებებს, შეფასებებს და პროგნოზირებას აკეთებენ პოლიტიკოსები, იურისტები და არა ექიმები. უნდა ჩატარდეს კონსილიუმი და არა კლინიკური აუდიტი, რაც აქამდე ტარდებოდა. სხვაობა არის, რომ კლინიკური აუდიტი არის, რომ შედის ჯგუფი, სწავლობს, მიაქვთ დოკუმენტები, ერთი თვე მუშაობენ, მოიწერებიან წერილს, მერე ელოდებიან პასუხს და ა.შ. კონსილიუმი არის ექიმების შესვლა და იქამდე ანალიტიკის წაყვანა, სანამ კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ იქნება. ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რომ პოლიტიკა რაღაცნაირად ჩამოშორდეს კლინიკურ მართვას პაციენტ სააკაშვილთან მიმართებაში“- აღნიშნა სერგეენკომ.


ვიცე-სპიკერის თქმით, პოლიტიკოსების ჩარევა კლინიკურ მედიცინაში მხოლოდ აუარესებს სიტუაციას და არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების და რა პოზიციის წარმომადგენელი იქნება.


სერგეენკომ ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილისთვის ელექტრო სიგარეტის შეზღუდვის შესახებ და აღნიშნა, რომ ნებისმიერი თამბაქოს პროდუქტი მათ შორის, ელექტრო სიგარეტი ცალსახად უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.

 

„ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერასოდეს განსაზღვრავს რა არის უკეთესი პაციენტისთვის. პოლიტიკოსების ჩარევა კლინიკურ მედიცინაში მხოლოდ აუარესებს სიტუაციას და არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების და რა პოზიციის წარმომადგენელი იქნება. რაღაცნაირად უნდა გააცნობიერონ, რომ კლინიკური მართვა სხვა არის, პოლიტიკა სხვა არის. ახლა ვნახე მესიჯი რომ შეეზღუდა მოხმარება. რამდენადაც ვიცი პენიტენციურის პროტოკოლით ზოგადად ეს შინა განა წესის ნაწილი არ არის. ერთადერთი ჩემი ვარაუდი არის, რომ ალბათ ექიმების რეკომენდაციით ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ცალსახად ასე არის ყველასთვის, მიუხედავად იმისა სად იმყოფება ადამიანი, ნებისმიერი თამბაქოს პროდუქტი მათ შორის, ელექტრო სიგარეტი რა თქმა უნდა ცალსახად უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე“- განაცხადა დავით სერგეენკომ.