გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში სათემო ფორუმი გაიმართა

14-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, სათემო ფორუმი გაიმართა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა გახსნეს.


სათემო ფორუმში ათი სამიზნე მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გორი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) მერიების, საკრებულოების, სათემო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ფორუმზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ჰიდრომეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელი და მისი მნიშვნელობა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხის რუკები და მოწყვლადობის შეფასების პროცესი, მუნიციპალური საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავების და კარგი პრაქტიკების გაზიარების საკითხები. მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე პროცესებში მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა ეროვნული პროგრამის მიზნების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


როგორც ნიკ ბერესფორდმა აღნიშნა, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებაში კიდევ უფრო გააძლიერებს და მედეგს გახდის საქართველოს.


„ჩვენ ვმუშაობთ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ვისმენთ მათ პოზიციას და ვსწავლობთ მათგან. მოხარული ვარ, რომ სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდა კლიმატის ელჩები ინტერესდებიან კლიმატის ცვლილებით. ახალგაზრდები არიან მომავალი ლიდერები; შესაბამისად, მათი აქტიური ჩართულობა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებაში კიდევ უფრო გააძლიერებს და მედეგს გახდის საქართველოს“, - აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა.


„შემაჯამებელ ფორუმზე მონაწილეებმა განიხილეს პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, დასრულებული და მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები, „კლიმატის ელჩების" მიერ განხორციელებული ახალგაზრდული პროექტები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს მოხსენებები სათემო პროექტების შესახებ, ხოლო გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა ისაუბრეს გენდერული ასპექტების ინტეგრირების შესახებ და თემზე დაფუძნებული კატასტროფის რისკის მართვაში ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის მნიშვნელობაზე.


ფორუმზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ პირველი ადგილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლამ, ხოლო მეორე ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის საჯარო სკოლამ დაიკავა. კონკურსში „შექმენი უსაფრთხო თემი“ გამარჯვებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სათემო ორგანიზაცია „კედელი“ გახდა. მედიაკონკურსში კი, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა ლევან ურიდიამ გაიმარჯვა.


პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორციელებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.