გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: გასაკვირი უკვე აღარავისთვისაა, რომ ევროდეპუტატების ნაწილი ლობირებაში, სხვადასხვა ინტერესების გატარებაში ფულს იღებს და ატირაჟირებს უსინდისოდ უსაფუძვლო ბრალდებებს

14-12-2022

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვას ეხმიანება.

 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს „ ნაცპროპაგანდა ჩვეულებრივ მანიპულაციით ცდილობს საზოგადოების მორიგ შეცდომაში შეყვანას. საკითხი ეხება სააკაშვილის ოჯახის სტუმრობას ევროპაში. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის საკითხი განიხილეს პლენარულ სხდომაზე (#1 ვიდეო), სადაც ნათლად ჩანს 705 ევროპარლამენტარის "დიდი ინტერესი" ცარიელ დარბაზში. ხოლო მეორე ვიდეოზე აღბეჭდილია სააკაშვილების მოსმენა "ნაციონალური მოძრაობის" მეგობარი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) საპარლამენტო ჯგუფის შეკრებაზე.“

 

 „ნაცპროპაგანდა ჩვეულებრივ მანიპულაციით ცდილობს საზოგადოების მორიგ შეცდომაში შეყვანას. საკითხი ეხება სააკაშვილის ოჯახის სტუმრობას ევროპაში. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის საკითხი განიხილეს პლენარულ სხდომაზე (#1 ვიდეო), სადაც ნათლად ჩანს 705 ევროპარლამენტარის "დიდი ინტერესი" ცარიელ დარბაზში. ხოლო მეორე ვიდეოზე აღბეჭდილია სააკაშვილების მოსმენა "ნაციონალური მოძრაობის" მეგობარი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) საპარლამენტო ჯგუფის შეკრებაზე. ევროპარლამენტში კორუფცია რომ ჰყვავის, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ბელგიის პოლიციის მიერ ვიცე-სპიკერის, ევა კაილისა და სხვა რამდენიმე ჩინოსნის დაკავებით კატარის სკანდალად წოდებულ საქმეებზე.

 

ბრიუსელში ახლახანს დაკავებულთ ბრალი ედებათ ფულის აღებაში კატარის ინტერესების გატარების სანაცვლოდ. ევროპარლამენტს ასეთი სკანდალი ჯერ არ ახსოვს, მაგრამ კრიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, ეს ერთეული შემთხვევა იყოს. „ევროპარლამენტი არ არის გამჭვირვალე ინსტიტუტი და სოციალისტების მხარდაჭერა, როგორიცაა ევა კაილი, ამხელს ევროპარლამენტის ღირებულებებს და დასცინის ევროკავშირის ამ ინსტიტუტს“, - აცხადებს ევროპარლამენტარი ბოგდან რზონკა, პოლონეთის მმართველი პარტიის “კანონის და სამართლიანობის” (PiS) წევრი. „ევროკავშირს უყვარს გაკვეთილების ჩატარება მთელ მსოფლიოში. ის ლექციებს უკითხავს უნგრეთს, პოლონეთს. ის გაკვეთილებსაც კი უკითხავს ევროპის სასაზღვრო სააგენტოს Frontex-ს. ბევრად უკეთესი იქნებოდა საკუთარი სახლის დასუფთავება დაიწყოს“, - თქვა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ფილიპ ოლივიემ. ბელგიის პოლიციის გამოძიება, სავარაუდოდ, გამოკითხავს სხვა ადამიანებს, მათ შორის ევროპარლამენტის სხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან და გაზრდის ყურადღებას პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისადმი, რომელიც ზეწოლის ქვეშ იმყოფება Pfizer-თან შესყიდვების შეთანხმების პირობების გამო. გასაკვირი უკვე აღარავისთვისაა, რომ ევროდეპუტატების ნაწილი ლობირებაში, სხვადასხვა ინტერესების გატარებაში ფულს იღებს და ატირაჟირებს უსინდისოდ უსაფუძვლო ბრალდებებს“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.