14-12-2022
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტი 26 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიუჯეტზე 17,6%-ით (3, 882 მილიონი ლარი) მეტია.
გაზრდილი ბიუჯეტი ითვალისწინებს დეპარტამენტის სამსახურების ინფრასტრუქტურის შესაბამისი სტანდარტით მოწყობას და აღჭურვას, მათ შორის, ორი ახალი ოფისის მშენებლობას ქუთაისსა და თელავში. ასევე - ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს, ტექნიკურიმომსახურების ხარჯს, სამსახურებისსხვადასხვა სახის ტექნიკით უზრუნველყოფას.
გაზრდილი ბიუჯეტი ხელს შეუწყობს დეპარტამენტის უფრო მეტად ეფექტიან ფუნქციონირებას, რაც გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია.