გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა ოქრიაშვილი: ევროპაში რომ არ ვართ, ხალხი ცუდად ცხოვრობს და ქვეყნიდან გარბის, კალაძე კი - კარგად როცა ევროპაში ვიქნებით, პირიქით იქნება! ამიტომ არ უნდათ ევროპა

14-12-2022

დღეს ბატონმა კალაძემ განაცხადა, არ გვინდა ევროპა, ევროპელებმა ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონო. რა თქმა უნდა, კალაძეს არ უნდა ევროპა, რადგან როდესაც ევროპაში ვიქნებით, ხალხი კარგად იცხოვრებს და „დიდებული“ მენეჯერი კალაძე  250 000 დოლარად ვეღარ იყიდის თითო ავტობუსს, ნაცვლად 150 000 დოლარისა" - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლებას" ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"კალაძეს ჯერ არ გაუცია პასუხი, როგორ მოახერხა თბილისის მერიამ, დანარჩენ ქალაქებთან შედარებით 20 მილიონი დოლარით უფრო ძვირად ეყიდა ავტობუსები.  როგორც კი ევროპაში მოვხვდებით, კალაძე მაშინვე იძულებული იქნება, უპასუხოს მისთვის უხერხულ კითხვებს, მათ შორის,  ავტობუსებზე, შადრევანში კორუფციის შედეგად დაღუპულ ბავშვზე და სხვა უამრავ შეკითხვაზე, რომელიც „ოცნების“ მიმართ არსებობს.

 

ევროპაში რომ არ ვართ, ხალხი ცუდად ცხოვრობს და ქვეყნიდან გარბის, კალაძე კი - კარგად. როცა ევროპაში ვიქნებით, პირიქით იქნება. ამიტომ არ უნდათ ევროპა კოლექტიურ კალაძეებს" - აცხადებს ოქრიაშვილი.