გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„სააკაშვილი იყო წლების განმავლობაში ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ჰკითხეთ სპეციალისტებს, რა შედეგი მოაქვს, როცა ათწლეულების განმავლობაში ადამიანი დიდი დოზით მოიხმარს ნარკოტიკებს“ – ვატო შაქარიშვილი

14-12-2022

„ერთი მომენტი რატომღაც ყველას გვავიწყდება – ის, რომ სააკაშვილი წლების განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და მას შემდეგაც იყო მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებული“, – აცხადებს ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.


შაქარიშვილის თქმით, სააკაშვილი და ნესმიერი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში არის დამოკიდებული ნარკოტიკებზე და მოიხმარს ძალიან დიდ დოზებს ყოველდღიურად და სისტემატურად, ცხადია, ყველაფერზე თავის დანებების ფაქტორი იწვევს გარკვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს და ეს ბუნებრივი და ლოგიკურია.


„ცხადია, სპეკულაციასთან და მანიპულაციასთან გვაქვს საქმე, რაც დამახასიათებელია „ნაცმოძრაობისთვის“ და სააკაშვილისთვის. ბევრი ასპექტის განხილვა მიმდინარეობს. ის, რომ ციხის გარემო ცუდად მოქმედებს. ახალი გარემოება, რომელიც საზოგადოებამ აქამდეც იცოდა, რომ მას გავრკვეული ოპერაციები ჰქონდა ჩატარებული.


ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი, დორბლიანი ადამიანი, პირდაპირ ეთერში ვერ იკავებდა ნერწყვს, გამომდინარე იქიდან, რომ ის არ იყო ფხიზელი. არაერთხელ გვინახავს საჯაროდ, ტელეკამერების წინ არაფხიზელ მდგომარეობაში და ეს ქართული საზოგადოებისთვის არ არის ახალი და ეს მის ულფებდამცველებსაც, ბრჭყალებში ევროპარლამენტარებსაც და ყველას უნდა მოვახსენოთ, რომ სააკაშვილი იყო წლების განმავლობაში, პრეზიდენტობისას თუ სხვა დროს, უკრაინაში ყოფნისას, ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ჰკითხეთ სპეციალისტებს, რა შედეგი მოაქვს, როცა ათწლეულების განმავლობაში ადამიანი დიდი დოზით მოიხმარს ნარკოტიკებს; თავის დანებების შემთხვევაში, რა გავლენა აქვს ამას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – აცხადებს შაქარიშვილი.