15-12-2022
ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარჩენალდაკარგული ოჯახების მცირეწლოვან ბავშვებს, მერმა - სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე - გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად, წინასაახალწლო სასურსათე პაკეტები გადასცა.
აღნიშნული აქცია ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის ონის ფილიალის ერთობლივი თანამშრომლობით და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.