გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ქობულეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

15-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქობულეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.


აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს, ასევე დეპარტამენტის შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში, არარეგისტრირებული, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი დაილუქა. სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია კრიპტომერიის სახეობის 30 ერთეული უკანონოდ ტრანსპორტირებული მრგვალი ხე-ტყე (მორი).


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.