გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სადახლოსა და ვალეში არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

15-12-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე" და ,,სადახლო-საავტომობილო", სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა.


კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების ს.ო.-სა და გ.ბ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები გამოვლინდა.


არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8 548,31 ლარი შეადგინა.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 8 548,31 ლარის ოდენობით შეეფარდათ.