გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გია აბაშიძე: შარლატანი სააკაშვილის ფსევდომედასავლეთეები ვერასდროს გააკრიტიკებენ ამერიკულ და ევროპულ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც დაუნდობლად ამხელენ კორუფციაში ჩაფლულ ევროპარლამენტს

15-12-2022

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის დღეს გავრცელებულ წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კანონზომიერებაა - როცა ნაცსექტანტები სიმართლის თქმაზე გავეშდებიან, ჭეშმარიტებასთან გვაქვს საქმე. როგორც ანალიტიკოსი წერს, ზაზა შათირიშვილმა მართებულად აღნიშნა - "ევროპას არათუ სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღარ აქვს, არამედ მას ამბიციაც კი აღარ დარჩა, თავს მოხვეული აგენტოკრატია დაამარცხოს და სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღიდგინოს“.

 

„კანონზომიერებაა - როცა ნაცსექტანტები სიმართლის თქმაზე გავეშდებიან, ჭეშმარიტებასთან გვაქვს საქმე. ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა მართებულად აღნიშნა - "ევროპას არათუ სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღარ აქვს, არამედ მას ამბიციაც კი აღარ დარჩა, თავს მოხვეული აგენტოკრატია დაამარცხოს და სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღიდგინოს...ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ევროკავშირი ფუნდამენტურ ღირებულებით კრიზისს განიცდის და მისი სტრუქტურები არა ევროკავშირის ობიექტური ინტერესების, არამედ სრულიად სხვა ძალების კარნახით მოქმედებენ". (ბმული იხილეთ ბოლოში) თუმცა, შარლატანი სააკაშვილის ფსევდომედასავლეთეები ვერასდროს გააკრიტიკებენ ამერიკულ და ევროპულ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც დაუნდობლად ამხელენ კორუფციაში ჩაფლულ ევროპარლამენტს. რა ზედგამოჭრილია ღალატის პარტიის აქტორებზე წმ.ილია მართლის სიტყვები: ...მტვერწაყრილი, თავდახრილი, ყოვლად უქმი, უდიერი; უზღუდონი, გზამრუდონი, არგამტანი და ცბიერი; მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი; არრის მქონე, არრის მცოდნე...“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.