გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტზე: გუშინდელი რეზოლუციის ავტორს ტექსტი ისე შეუცვალეს, რომ მხარი არ დაუჭირა თვითონ... წარმოიდგინეთ რა კატასტროფასთან გვაქვს საქმე?!

15-12-2022

კუბილიუსის და იმ მცირე ფუნქციონერი დეპუტატების იმედად დარჩენილი ევროკავშირი, რომ ფსკერისკენ მიცურავს ეგ არის დიდი პრობლემა... გუშინდელი რეზოლუციის ავტორს ტექსტი ისე შეუცვალეს, რომ მხარი არ დაუჭირა თვითონ... წარმოიდგინეთ რა კატასტროფასთან გვაქვს საქმე?! - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილის შესახებ.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, იმედია, რომ ევროპარლამენტი გონს მოეგება და ერთ მუჭა "კოლექტიური-კუბილიუსების" დაკრულზე არ გააგრძელებს ცეკვას.

 

„ძალიან ყურადსაღები წერილია... კუბილიუსის და იმ მცირე ფუნქციონერი დეპუტატების იმედად დარჩენილი ევროკავშირი, რომ ფსკერისკენ მიცურავს ეგ არის დიდი პრობლემა... გუშინდელი რეზოლუციის ავტორს ტექსტი ისე შეუცვალეს, რომ მხარი არ დაუჭირა თვითონ... წარმოიდგინეთ რა კატასტროფასთან გვაქვს საქმე?!

არსებობს ერთი თავსმოხვეული "პოლიტ-კონიუქტურა" და ყველა ვინც მას არ აყვება განწირულია რევიზიისთვის... ამას ემატება ის სკანდალები, რაზეც დეპუტატთა ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა და მაღალი თანამდებობის პირების მიმართ საქმეები აღიძრა... იმედია, რომ გონს მოეგებიან და ერთი მუჭა "კოლექტიური-კუბილიუსების" დაკრულზე არ გააგრძელებენ ცეკვას...“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.