გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თსუ-ში ჯანსულ კორძაიას დაბადებიდან 90 წლისთავი აღინიშნა

15-12-2022

პროფესორ ჯანსუღ კორძაიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პოეტი და ფილოსოფოსი გაიხსენეს ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა,  სტუდენტებმა და მეგობრებმა.

 

ჯანსულ კორძაიას ღვაწლსა და მის შემოქმედებაზე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც გაიხსენა ის ნაშრომები, რომელიც პროფესორის სახელს უკავშირდება. „ჯანსუღ კორძაიას ძალიან საინტერესო სამეცნიერო ნაშრომები აქვს კულტუროლოგიაში, ქცევის ფილოსოფიაში. ასევე აღსანიშნავია მისი როგორც პოეტისშემოქმედება. კერძოდ,მისი  ციკლი ლექსებისა საქართველოს ისტორიაზე,“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

წლების განმავლობაში ჯანსუღ კორძაია იყო თსუ პროფესორი, კათედრის გამგე და ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი. მის საუნივერსიტეტო და სამეცნიერო მოღვაწეობაზე ისაუბრა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა: „ჯანსულ კორძაია იყო უდიდესი მეცნიერი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფოსთა მრავალი თაობის აღმზრდელი. ამავე დროს, ის იყო პოეტი  და რომანისტი. უნივერსიტეტი ის სივრცეა, სადაც აუცილებლად უნდა არსებობდეს თაობათა კავშირი, სადაც ახალ თაობას უნდა გავუზიაროთ ის ტრადიციები, ის სახელები, რომლებიც არსებობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.“

 

ჯანსუღ კორძაიას გამოცემული აქვს 13 პოეტური კრებული და 2 რომანი. 

 

„ჯანსუღ კორძაია ძალიან კეთილშობილი ადამიანი, ღრმა ფილოსოფოსი და გამორჩეული ქართველი იყო.მისი ფილოსოფია გამოირჩეოდა საოცარი მიდგომით, ეს იყო შემეცნება, გნოსოლოგია, ამ კუთხით მუშაობდა ის. გარდა ამისა, იყო პოეტი და მწერალი, მის სახელს უკავშირდება არაერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაშრომი,“-განაცხადა თსუ პროფესორმა დემურ ჯალაღონიამ.

 

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ჯანსუღ კორძაიას სახელი მიენიჭა. ღონისძიებაზე  მეგობრებმა და კოლეგებმა, სტუდენტებმა, მოწვეულმა სტუმრებმა გაიხსენეს ამბები, რომელიც აკავშირებდათ ჯანსულ კორძაიასთან.