გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოზარ სუბარი: შიმშილობა სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის გზა არ არის - ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, ამ გზას არ მიმართონ

15-12-2022

შიმშილობის შედეგს დაველოდებით, თუმცა კოლეგების მიმართ ჩემი თხოვნაა, შეწყვიტონ შიმშილობა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების - დავით კირკიტაძის, ანა წითლიძისა და აბდულა ისმაილოვის მიერ შიმშილობის გამოცხადებას გამოეხმაურა.


სოზარ სუბარის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი სამართლებრივი თემაა, რომელზეც გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.


„ზოგადად, შიმშილობა სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის გზა არ არის, ამიტომ ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, ამ გზას არ მიმართონ. სააკაშვილის საკითხი წმინდა სამართლებრივი თემაა და სასამართლო გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს ისე, როგორც ეს კანონშია დაწერილი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.


„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატება, დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა გამოაცხადეს.