გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან დავითაშვილი: საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირისთვის არა მხოლოდ როგორც ბენეფიციარი, არამედ როგორც პარტნიორი ქვეყანა

17-12-2022

საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირისთვის არა მხოლოდ როგორც ბენეფიციარი, არამედ როგორც პარტნიორი ქვეყანა-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ლევან დავითაშვილის თქმით, პროექტის ინიციატორი და ავტორი საქართველო იყო.


„პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტის ინიციატორი და ავტორი იყო საქართველო. ანუ საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა ეს პროექტი ევროკავშირში და ჩვენ ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით, ზუსტად აი, კავშირგაბმულობა, დაკავშირებადობა, მათ შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა წამოვაყენეთ პირველ პლანზე, მათ შორის პირდაპირი დაკავშირება ელექტრო ენერგიის გაცვლის კუთხით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს არის იმ პოლიტიკის თანამიმდევრული გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით ვაკეთებთ, მათ შორის ეკონომიკურ ნაწილში, ეს არის იგივე ჩვენი წევრობა ენერგო გაერთიანებაში და ეს ყველა ნაბიჯი საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო ინტეგრირდეს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე. პროექტის შესწავლაც ამ ეტაპზე საქართველოს მიერ ხორციელდება, ესეც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, იმიტომ, რომ საქართველო ხარჯავს ამ პროექტში თანხებს პროექტირების ეტაპზე, მიდის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რომელსაც იტალიური კომპანია აწარმოებს.


მომავალ წელს ჩვენ დასრულებული პროექტი უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ იმპლემენტაციის ეტაპზე გადავიდეთ. საქართველომ უკვე დახარჯა რამდენიმე მილიონი ამ შესწავლაში და საბოლოოდ იკვეთება, რომ პროექტი რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის საჭიროების იქნება, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე გრძელი დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი ზღვის ქვეშ, რომელიც მსოფლიოში არსებობს დღეს და აშენდება. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინასწარი შეფასებითი პროექტის ღირებულება შეიძლება დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი იყოს. ამიტომ, ჩვენ ოთხ მხარესთან თანამშრომლობას განსაკუთრებით ვუსვამთ ხაზს, იმიტომ, რომ ამ 4 ქვეყნის ჩართულობა პროექტის მნიშვნელობას და წარმატების ალბათობასაც ზრდის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს წარმატებული ჩვენი ქვეყნის პირველ რიგში ეკონომიკისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის და ასევე, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირისთვის როგორც პარტნიორი ქვეყანა და არა მხოლოდ როგორც ბენეფიციარი ქვეყანა. ჩვენ ძალიან ბევრი რამით შეიძლება გამოვადგეთ ევროკავშირს, მათ შორის როგორც ალტერნატიული საიმედო დამაკავშირებელი ქვეყანა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, არა მხოლოდ ენერგო მიმართულებით, ეს იქნება იგივე საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტვირთბრუნვა და აშ",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.