გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოლივერ ვარჰეი: ვერთიანდებით საერთო ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მოსატანად ყველასთვის, ევროპა ასრულებს თავის დანაპირებს!

17-12-2022

მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს.


„ყოველთვის მახარებს, როცა ჩვენი გეგმების ხორცშესხმას ვხედავ! ევროპის €17 მილიარდიანი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა დღეს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს შავი ზღვის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტის განხორციელების შესახებ. ვერთიანდებით საერთო ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მოსატანად ყველასთვის. ევროპა ასრულებს თავის დანაპირებს!"- აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.