გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

უსრულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელმა შეიძლება უზრუნველყოს საქართველოს ინტეგრაცია ჩვენს ენერგეტიკულ ბაზართან და ელექტროენერგია მიაწოდოს ჩვენს მეზობლებს

17-12-2022

შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელმა შეიძლება უზრუნველყოს საქართველოს ინტეგრაცია ჩვენს ენერგეტიკულ ბაზართან და ელექტროენერგია მიაწოდოს ჩვენს მეზობლებს-ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.


ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელი ახალი გადამცემი ხაზი და შესაძლებლობებით სავსე მარშრუტია.


„შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელი ახალი გადამცემი ხაზი და შესაძლებლობებით სავსე მარშრუტია! მან შეიძლება საქართველოს ინტეგრაცია უზრუნველყოს ჩვენს ენერგეტიკულ ბაზართან და ელექტროენერგია მიაწოდოს ჩვენს მეზობლებს - დასავლეთ ბალკანეთს, მოლდოვასა და, რა თქმა უნდა, უკრაინას. მოდით, ერთად ვიმუშაოთ და რეალობად ვაქციოთ ეს ინიციატივა!"- წერს უსრულა ფონ დერ ლაიენი.