გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჯაბა სამუშია სტუდენტებს შეხვდა

17-12-2022

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ 27 დეკემბერს დანიშნული თსუ რექტორის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია პირველებს თსუ სტუდენტებს მიაწოდა.

 

„რისთვის მოვდივარ და რის გაკეთებას ვაპირებ უნივერსიტეტში? 13 წლის ასაკიდან - ნორჩ ისტორიკოსთა სკოლიდან მოყოლებული, დღემდე ჩემი ცხოვრება უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს: ვიყავი სტუდენტი, ლაბორანტი, დოცენტი, ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და 10 წელზე მეტია ვარ სრული პროფესორი. შესაბამისად, კარგად ვიცნობ თსუ-ს, მიღწევებსა თუ გამოწვევებს. მჯერა, რომ ერთად შევქმნით ახალ შესაძლებლობებს და ჩვენს უნივერსიტეტს მეტად წარმატებულს გავხდით,“- ასე მიმართა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს და რექტორად არჩევის შემთხვევაში მისი სამოქმედო გეგმის ძირითადი საკითხები გააცნო.

 

შეხვედრაზე ჯაბა სამუშიამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორი სურს რომ იყოს უნივერსიტეტი;ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი პროფესორების, გამართული ინფრასტრუქტურის და  განახლებული და ხელმისაწვდომი სახელმძღვანელოების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, მომდევნო სემესტრიდან სასწავლო კორპუსები აღიჭურვება ახალი ტექნოლოგიებით, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა უფრო მეტი სტუდენტური სივრცე. ამავე დროს, ყველა პროგრამა უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანამედროვე სახელმძღვანელოებით, პროფესურამ და სტუდენტებმა უნდა მიიღონ ახალი ცოდნა, რისთვისაც აქტიურად უნდა ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.

 

„სწორედ ჩვენ, სტუდენტებს გვამცნო პირველად ჯაბა სამუშიამ, რომ აპირებს რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. გვესაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ყოფნის პერიოდში გააკეთა. შეხვედრაზე სტუდენტებმა დავსვით კითხვები და მოვისმინეთ, თუ რის გაკეთებას აპირებს ის რექტორად არჩევის შემთხვევაში,“- განაცხადა თსუ სტუდენტმა ნინუცა ცხაკაიამ.

 

შეხვედრის ბოლოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ უპასუხა სტუდენტების კითხვებს სტუდენტური სივრცეების, ლაბორატორიების, გაცვლითი პროგრამების, საგამოცდო ცენტრის, სახელმძღვანელოებისა და სხვა აქტუალურ თემებზე.