გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დიმიტრი ხუნდაძე „გორბის“ კვლევაზე: ჩვენი მთავარი მიზანია საზოგადოებას შევთავაზოთ რეალობიდან გამომდინარე ახალი პოლიტიკა; ჩვენ უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ!

20-12-2022

„კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ ვთქვით ხალხის სათქმელი. გადავწყვიტეთ, ყველასთვის გასაგონად, ხმამაღლა გვეთქვა, რომ საქართველო არ არის მეორადი სახელმწიფო და ღიად გვესაუბრა იმ რისკებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ სახიფათო იყო ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის" - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, ამ იდეამ გაამართლა და გაამყარა საქართველოში მშვიდობა.


კულისების პოლიტიკის გასაჯაროებით, ხელი შევუშალეთ ომის სცენარში საქართველოს მონაწილეობას.


ჩვენ მიერ ნათქვამი სიმართლე ხშირად ყურს სჭრიდა ბევრს, მაგრამ ეფექტურად აზღვევდა რისკებს.


„ხალხის ძალა“ ახალი დაფუძნებულია და ჩვენ მთავარი მიზანი წინ გვაქვს - ქართულ საზოგადოებას შევთავაზოთ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ახალი პოლიტიკა. ჩვენ უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ“ - განაცხადა ხუნდაძემ.