გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2022 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფოებთან

20-12-2022

2022 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  სხვადასხვა სახელმწიფოებთან და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მიზნით   შეთანხმებებს მიაღწია. მემორანდუმები გაფორმდა შვეიცარიის კონფედერაციის, ხორვატიის და ბუტანის შესაბამის ტურიზმის ორგანიზაციებთან, ასევე, დაინიცირდა ბულგარეთს, ურუგვაის, ბოლივიას, კოლუმბიას, დომინიკის რესპუბლიკასა  და ომანთან.


წელსვე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, იტალიაში,  გლობალურ ახალგაზრდულ სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც  საქართველოს სახელით სვანეთის რეგიონში, უშგულში მცხოვრები 17 წლის გიდი, გიორგი ქოჩქიანმა იყო წარდგენილი.


პანდემიის შემდგომ პერიოდში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია ტურიზმის  სწრაფი აღდგენა და კერძო სექტორის ხელშეწყობა. ამ მიზნით  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით, UNWTO-ს აკადემიამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის თემატური სემინარები გამართა. 


წელსვე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  დონორ  ორგანიზაციებთან თანამშრომლობით 2 ახალი პროექტი წამოიწყო:


USAID-ის დაფინანსებული საქართველოს ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) აქტივობის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისთვის ორგანიზაციული შეფასების პროგრამა დაინიცირდა, რომელიც გულისხმობს ორგანიზაციის მიერ დაკისრებული ვალდებულებების და სტრატეგიული მიზნების მიღწევის ხელშეწყობას.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და გაეროს განვითარების ფონდს (UNDP) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმა მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) ახალი პროექტი,   რომლის ფარგლებში მოხდება საინფორმაციო ცენტრების ინსტიტუციური შესაძლებლობები გაძლიერდება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.