გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს თანამშრომლის მიერ უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების კიდევ ერთ ფაქტზე დაიწყო გამოძიება

20-12-2022

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ნიკა ოსაძის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. 


"სპეციალური საგამოძიებო სამსახური,  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად აქტიურ რეჟიმში ახორციელებს" - აცხადებენ უწყებაში.