გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის მაღალმთიან სოფელ გუდალეთში საავტომობილო გზისრეაბილიტაცია მიმდინარეობს

20-12-2022

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა მაღალმთიან სოფელ გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის I ეტაპის დასრულების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს.

 

გზაზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყო რკინაბეტონის კიუვეტები ცხაურებით და ეზოში შესავლელები.

 

5 818 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაციის სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ დი როუდი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 369 992 ლარია და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

 

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა სოფელ გუდალეთში მისასვლელი გზა ამორტიზირებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტი გარდამავალია, დასრულდება 2023 წელს და ადგილობრივები კეთილმოწყოფილი გზით შეძლებენ გადაადგილებას.