გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხაშურში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს

23-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს.


ქალაქ ხაშურში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, მოქალაქეს 16 ერთეული ფიჭვის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი)ჰქონდა განთავსებული.სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით.


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო, რომელიც მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი.


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.