გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ურბანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია

23-12-2022

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აჭარის რეგიონში არსებული ტაძრების, საკულტო ნაგებობების, ციხე-სიმაგრეებისა და ურბანული ძეგლების რესტავრაცია/რეაბილიტაციას მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.


მიმიდნარე წლის განმავლობაში ქალაქ ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ფარნავაზ მეფის #36-ში სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ურბანულ ძეგლს, რომელიც თავისი საფასადო სტრუქტურითა და მხატვრული გაფორმებით საინტერესო და მნიშვნელოვან შენობა/ნაგებობას წარმოადგენს.


ასევე, ლუკა ასათიანის #11-ში აღდგა ძეგლის მთლიანი ფასადი, გარესტავრირდა სადარბაზო, რომელიც გამორჩეულია ბათუმური ტიპის ორნამენტებიანი მოაჯირით.


აღნიშნული ურბანული ძეგლების რესტავრირებისთვის სულ დაიხარჯა:744 000 ლარი.


კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის პროცესი მომავალ წელს უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს!