გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

25-12-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ვაჰან ტერიანის ქუჩაზე საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიება 12 საათზე დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მისულ სტუმრებს საშობაო ბაზრობა ,ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დახვდათ ,ბავშვებისთვის მოეწყო სივრცეები,წარმოდგენები, ღონისძიებაზე მოსული სტუმრების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს, თოვლის ბაბუამ კი მათ საჩუქრები დაურიგა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საკარნავლო მსვლელობა.

 

დღის ბოლოს ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, დათო არჩვაძემ, აჩიკო ნიჟარაძემ,ნეკა სებისკვერაძემ,სოფო პაპუაშვილმა,დათო მაზანაშვილმა და ბენდმა ნინოწმინდელებისთვის იმღერეს.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 

საახალწლო ღონისძიებაზე მოქალაქეებს ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა მიმართა,მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნინოწმინდაში გამართული ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა.