9-07-2018
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ჭუბერში ოჯახებს, ვისაც სტიქიის შედეგად სახლი დაენგრათ, ახალი საცხოვრებელი აუშენდებათ.
მისივე თქმით, ჯერ სახლების გადარჩებას ეცდებიან, რომელსაც საფრთხე ემუქრება და ზარალი შემდეგ დაითვლება.
„ვცდილობთ გზის ცალკეული მონაკვეთების გადარჩენას და იმ სახლების გადარჩენას, რომელიც ჯერ კიდევ ემუქრება საფრთხე. რამდენიმე ასეთი ოჯახი, ასეთი სახლია დარჩენილი. შემდეგ უკვე დაიწყება კონკრეტული ზარალის ანაზღაურების ფორმებზე საუბარი. ყველა სახლი აშენდება, რომელიც დანგრეულია, თუმცა ზოგან სახლის აშენება უბრალოდ შეუძლებელია, ამ შემთხვევაში მათ მიეცემათ ალტერნატიული ადგილები“- განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ჭუბერის თემში მთა ჩამოიქცა, რის შემდეგაც მდინარე ნენსკრა კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე სოფელი დატბორა.