გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს ბანკის „აგრო ბუღალტერიის პროგრამაში“ კომპანია „მკისა“ ჩაერთო

27-12-2022

საქართველოს ბანკი ბიზნესისა და აგროსექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აგრო ბუღალტერიის პროგრამა, რომელშიც კომპანია „მკისა“ ჩაერთო.

 

„ჩვენს ბიზნეს უკვე მესამე წელია ვუძღვები აღმასრულებელი დირექტორისა და პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. რაც შეეხება იდეას, ჯერ კიდევ 2015 წელს გაჩნდა, თუმცა მისი განხორციელება რამდენიმე წლის შემდეგ დავიწყეთ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 35 ჰექტარზე მოცვის ბაღის გაშენება ახალი დაწყებული გვქონდა, როცა აგრო ბუღალტერიის პროგრამაში ჩართვა გადავწყვიტეთ. მივხვდით, რომ ჩვენს ბიზნეს სწორი საბუღალტრო აღრიცხვა ესაჭიროებოდა და გვინდოდა, საწყისი ეტაპიდანვე კომპანია საგადასახადო რისკებისგან სრულად დაცული ყოფილიყო. პროგრამის მიმართ გვქონდა მოლოდინი, რომ მივიღებდით საერთაშორისო ხარისხის ბუღალტრულ მომსახურებას, რაც სრულად გამართლდა. დღესაც ვაგრძელებთ საბუღალტრო კომპანია Nexia TA-სთან თანამშრომლობას. მათთან პარტნიორობა ჩვენს კომპანიას შესაძლებლობას აძლევს დაზოგოს ფინანსები ბუღალტერიის აუთსორსინგით. ჩვენი საგადასახადო რისკები სრულად დაზღვეულია, რაც მნიშნელოვანია მუდმივად ცვლადი საგადასახადო სისტემის პირობებში. ეს კი შეუძლებელი იქნებოდა შიდა კადრის აყვანის შემთხვევაში“, - ამბობს კომპანია „მკისას“ აღმასრულებელი დირექტორი, გიგი გაჩეჩილაძე.

 

აგრო ბუღალტერია საქართველოს ბანკის პროექტია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ფერმერებს ფინანსური აღრიცხვის სწორად წარმოებასა და საქმიანობის განვითარებაში. აგრო ბუღალტერიის პროექტში 20 კომპანიაა ჩართული. ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ სამი თვის განმავლობაში მაღალკვალიფიციური საბუღალატრო კომპანიის Nexia TA-ს მომსახურება  სრულიად უფასოდ მიიღონ. პროექტი EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად ხორციელდება.

 

ინფორმაციისთვის, „მკისას“ გუნდი ბაზარზე 2020 წელს მოცვისა და ნუშის პირველადი წარმოების მიმართულებით გამოჩნდა. ამჟამად კომპანია 40 ჰა ნუშის, და 55 ჰა მოცვის ბაღებს მართავს. „მკისა“ 2030 წლამდე 1500 ჰა ნუშის და 500 ჰა მოცვის ბაღების გაშენებას გეგმავს. ამას გარდა, ფიქრობენ შესაბამისი სამაცივრე და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის მოწყობასაც.