9-07-2018
დუშეთის გამგებელი ზურაბ სეხნიაშვილი ადასტურებს, რომ 19 წლის მწყემსი დაკავებულია. მისი ცნობით, ბრალდებული ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობას აღიარებს.
ამავე ინფორმაციით, ბავშვი დამარხული იყო და მისი ცხედარი პოლიციას სწორედ დაკავებულმა აპოვნინა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 19 წლის ქართველმა მწყემსმა სმიტების ოჯახი ჯერ მიაცილა შემთხვევის ადგილამდე, შემდეგ კი კაც ტურისტსა და მწყემსს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მან ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი გასროლით მოკლა.
არებობს მეორე ვერსიაც, რომ მან ჯერ კაცი რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ კი ქალი გადააგდო ჩანჩქერში, ბოლოს კი ბავშვი მოკლა.
გუშინვე გაჩნდა ვერსია, რომ ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლეს.
7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს. ისინი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორაა.
მათ ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობდნენ.