28-12-2022
ონის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო.
წინასაახალწლო ღონისძიება ააიპ ონის ზურაბ ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლის ბავშვების მიერ შესრულებული სიმღერით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - ქრისტინა კობახიძე, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი - გიორგი მახათაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა ონის მუნიციპალიტეტის მერმა.
"მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება. ახალი 2023 წელი ყოფილიყოს თქვენი ოცნებების ახდენის წელი, მშვიდობის, კეთილდღეობის, წინსვლის და გაძლიერების თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!"