გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლანჩხუთის მერი მოსახლეობის წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა

30-12-2022

ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოსახლეობის წინაშე ანგარიში წარადგინა. 

 

მან განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა: 

 

ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;

 

ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია;  

 

კულტურის, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები;

განათლება;

 

დასუფთავება და გარემოს დაცვა;

 

რაც შეეხება ბიუჯეტს, როგორც ალექსანდრე სარიშვილმა აღნიშნა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  2022 წლის დასაწყისში მთავარი საფინანსო დოკუმენტი 13 434 800 ლარით იყო წარმოდგენილი. ამ დროისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 32 720 000  ლარს შეადგენს. 

 

მიმდინარე წლის ბიუჯეტში 25  704 629   ლარია მობილიზებული, რაც გეგმის 87,7%-ს შეადგენს. მათ შორის,  შემოსავლები  14 719 687  ლარია, რაც გეგმის 99,8%-ია. აქედან დამატებითი ღირებულების გადასახადი 10 412 827 ლარია, რაც გეგმით გათვალისწინებულის  100,5 %-ს შეადგენს. რაც შეეხება ქონების გადასახადს,  1 347 148  ლარია,  რაც გეგმის 113,7 %-ია.  

 

2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გრანტის სახით მიღებულია 10 984 941 ლარი, მათ შორის, მიზნობრივი ტრანსფერი 957 665 ლარი, სპეც ტრანსფერი -594 842 ლარის ოდენობით.

 

ლანჩხუთის მერმა ასევე ისაუბრა  სოციალურ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც წლის განმვალობაში წარმატებით განხორციელდა.

 

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მერის მოადგილეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.