გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე: ნაცმოძრაობის წევრებს ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართავს, როგორც მიმართა შვილმკვდარ დედებს, მამებს და ოჯახებს

30-12-2022

რატომ მომივარდითო, მათ არ ეუბნება პრეზიდენტი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მოქმედებს ისე, როგორც არ მოქმედებდა მანამდე, ოთხი წლის განმავლობაში. აბსოლუტურად შეცვლილია მისი დამოკიდებულება პროცესების მიმართ, მათ შორის, მისი დამოკიდებულება ნაცმოძრაობის მიმართ,’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ის ეთერში განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოთხი წლის წინ პრეზიდენტს აბსოლუტურად განსხვავებული, ნეგატიური დამოკიდებულება ქონდა ნაცმოძრაობის მიმართ. მისი თქმით, დღეს განწყობები შეცვლილია და ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს მასზე გარედან არსებულ პოლიტიკურ გავლენაზე მეტს.

 

,,გახსოვთ თქვენ მისი პერსონალური, ემოციური, ნეგატიური დამოკიდებულება ნაცმოძრაობის მიმართ, რაც აბსოლუტურად შეცვლილია. ოთხი წლის თავზე, მოხდა რაღაც, რამაც მას შეაცვლევინა ეს განწყობა. დღეს ჩვეულებრივ ხვდება ამ ადამიანებს, ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართავს, როგორც მიმართა იმ დღეს შვილმკვდარ დედებს, მამებს და ოჯახებს, რომლებსაც უშუალოდ მიადგა უმძიმესი ფორმით ზიანი სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან. რატომ მომივარდითო, არ ეუბნება ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს, პირიქით, იქით ეპატიჟება პრეზიდენტს რეზიდენციაში.

 

 როდესაც, შენი საპრეზიდენტო საქმიანობის ოთხი წლის თავზე, რადიკალურად ცვლი საკუთარ სტრატეგიას, ამის უკან უნდა იყოს რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ გარედან პოლიტიკური გავლენა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის მსჯელობა, რომელიც ეფუძნება გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ ამის იქით მე, ბუნებრივია, არ შევალ და ვერც შევალ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, საზოგადოებას მივცემთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ქვეყანაში ვითარების არ ასარევად,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.