გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: პრეზიდენტი უხეშად და აგრესიულად დაესხა თავს მოქმედ მოსამართლეებს, დაარღვია მათ მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია, ფაქტიურად კრიმინალებად გამოიყვანა, რომელთაც შეწყალება სჭირდებათ

30-12-2022

პრეზიდენტი უხეშად და აგრესიულად დაესხა თავს მოქმედ მოსამართლეებს, დაარღვია მათ მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია, ფაქტიურად კრიმინალებად გამოიყვანა, რომელთაც შეწყალება სჭირდებათ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

 

ლევან ნიკოლეიშვილი არ გამორიცხავს, მოსამართლეებმა მათზე შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური თავდასხმისათვის, სასამართლო წესით მოითხოვონ სალომე ზურაბიშვილისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებაც.

 

ექსპერტი სვამს კითხვას, როცა სალომე ზურაბიშვილი 2018 წელს წინასაარჩევნო კამპანიას ახორციელებდა, მმართველი პოლიტიკური ძალის ხელშეწყობით, მაშინ რატომ არ ახსენებდა ,,შეწყალებულ“ მოსამართლეებს და არ გამოთქვამდა პროტესტს?

 

„უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ შეწყალება, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, ხორციელდება ექსკლუზიურად მხოლოდ პრეზიდენტის მიერ. ამდენად, თუ ვინმე შეწყალებულ იქნა, ეს უნდა მომხდარიყო ან წინა პრეზიდენტის, ან - სალომე ზურაბიშვილის მიერ. ეს ნახევრად ირონიით. ახლა სერიოზულად. პრეზიდენტი უხეშად და აგრესიულად დაესხა თავს მოქმედ მოსამართლეებს, დაარღვია მათ მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია, ფაქტიურად კრიმინალებად გამოიყვანა, რომელთაც შეწყალება სჭირდებათ.

 

არ არის გამორიცხული, მოსამართლეებმა მათზე შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური თავდასხმისათვის, სასამართლო წესით მოითხოვონ სალომე ზურაბიშვილისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებაც. საგულისხმოა, რომ იმავე ბრიფინგისას თავადვე გააპროტესტა მასზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციაზე ,,თავდასხმა“ აქციის მონაწილეთა მხრიდან.

 

ანუ, მისი ლოგიკით, მას არ შეიძლება საპროტესტო აქცია მოუწყონ, ეს თავდასხმა ყოფილა და თურმე მას უნდა შეეძლოს მოქმედი მოსამართლეები კრიმინალებად გამოიყვანოს. ოქსიმორონია! ერთი კითხვა გამიჩნდა: როცა სალომე ზურაბიშვილი 2018 წელს წინასაარჩევნო კამპანიას ახორციელებდა, მმართველი პოლიტიკური ძალის ხელშეწყობით, მაშინ რატომ არ ახსენებდა ,,შეწყალებულ“ მოსამართლეებს და არ გამოთქვამდა პროტესტს? მოსამართლეებს ხომ აქამდე არასოდეს უსაუბრიათ პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებებზე? ხომ არ უთქვამთ არასდროს, რომ პრეზიდენტმა გაამრუდა მართლმსაჯულება? მოგეხსენებათ, მართლმსაჯულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დასკვნითი ეტაპი არის განაჩენის აღსრულება. ფაქტია, რომ სასამართლოს მიერ გასამართლებული და სოლიდური სასჯელით დასჯილი მკვლელები (მათ შორის - ერთი პოლიციელის მკვლელი, მეორე - ღვაწლმოსილი მეცნიერის ოჯახის წევრი 18 წლის სტუდენტის მკვლელი) სალომე ზურაბიშვილმა სასჯელის აღსრულების დაწყებიდან მალევე შეიწყალა. ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნის პრეზიდენტი იწყალებს მსჯავრდებულებს; თუმცა, შეწყალება მას შემდეგ ხდება, რაც მსჯავრდებული სასჯელის დიდ ნაწილს მოიხდის. ჩვენს შემთხვევაში კი, მკვლელი შეწყალებულია სასჯელის აღსრულებიდან წელიწადნახევარში. ან როგორ წარმოგიდგენიათ, ოდესმე, მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელი შეიწყალოს? ასეთი რამ ხომ გამორიცხულია“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.